Embassy Seal US Department of State
Embassy of the United States | Georgia flag graphic
Search  
ა.შ.შ.-ს ელჩი
დიპლომატიური მისია
საზოგადოებასთან ურთიერთობა
კომერციის განყოფილება
პოლიტიკური განყოფილება
ეკონომიკის განყოფილება
იუსტიციის დეპარტამენტი
მიმდინარე მოვლენები და ფოტოები
მოვლენების არქივი
პრეს-რელიზები და განცხადებები

საელჩოს სიახლეები

აშშ-ს საელჩოს თანამშრომელი დებორა მილერი საუბრობს აშშ-ის საარჩევნო პოლიტიკის შესახებ თელავის ამერიკულ კუთხეში

ხუთშაბათს, 21 სექტემბერს, აშშ-ს საელჩოს მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში დებორა მილერი თელავის ამერიკულ კუთხეში შეკრებილ აუდიტორიას ესაუბრა ამერიკის საარჩევნო სისტემის, მათ შორის კონსტიტუციური კონვენტის ისტორიის შესახებ. მან ასევე ისაუბრა აშშ-ის კონგრესის მომავალ არჩევნებზე და იმ საკითხებზე, რომლთაც ამერიკელები გაითვალისწინებენ ნოემბრის თვეში ხმის მიცემის დროს. იგი აგრეთვე შეეხო ამერიკული პარტიების კონვენციებს, რომლებიც ჩატარდება 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე. ბოლოს, ქ-ნმა მილერმა პასუხი გასცა დამსწრეთა მიერ დასმულ შეკითხვებს 2008 წლის არჩევნებში სპეციალურ ინტერესთა ჯგუფების, ამერიკულ პოლიტიკაში ლობირებისა და პრეზიდენტობის პოტენციური კანდიდატების შესახებ. არჩევნების თემა მეტად აქტუალურია, რადგან საქართველო ემზადება 5 ოქტომბრის არჩევნების ჩასატარებლად, რომელზეც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი სისტემის დამკვიდრება. ღონისძიებას ესწრებოდა 15 მსმენელი, მათ შორის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.

ზევით ^

აშშ-ს საელჩოს მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში  დებორა მილერი (მარჯვნივ) მსმენელებთან ერთად პრეზენტაციის შემდეგ

აშშ-ს საელჩოს მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში დებორა მილერი (მარჯვნივ) მსმენელებთან ერთად პრეზენტაციის შემდეგ

 


 

 

 


 



Embassy of the United States