2006 წლის ეკოლოგიურ ბანაკს წარმართავს ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები და მშვიდობის კორპუსი
აგვისტოში, ქვაბისხევში, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ქვემო ქართლის სკაუტთა მოძრაობის, საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრისა და მშვიდობის კორპუსის მოხალისეების მონაწილეობით ჩატარადა ორი თითო-კვირიანი ეკოლოგიური ბანაკი. ბანაკში მონაწილეობა მიიღო 80-მდე 12-17 წლის მოზარდმა საქართველოს ყველა კუთხიდან.
ბანაკის ძირითადი მიზანი იყო ბუნების წიაღში მოზარდებისათვის პოზიტიური და უსაფრთხო ატმოსფეროს შექნმა, მათი თვითშეგნების გაზრდა გარემოს დაცვით საკითხებში, მოზარდების ცოდნის გაღრმავება საქართველოს ბუნებრივი სიმდიდრისა და ეკოლოგიური სისტემების შესახებ, და ასევე მათი პირადი პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბება საქართველოს ბუნების დაცვის საკითხებში. წლევანდელ ეკო ბანაკს ფინანსური და სხვა სახის დახმარება აღმოუჩინეს ისეთმა ორგანიზაციებმა, როგორიცაა ა.შ.შ. საელჩო საქართველოში, ეუთო, ევრაზიის ფონდი, მშვიდობის კორპუსი, ქვემო ქართლის სკაურთა მოძრაობა, და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი.
მშვიდობის კორპუსის მოხალისეები, ქართველი პარტნიორები და მონაწილეები ბანაკის განმავლობაში ცხოვრობდნენ ბუნების წიაღში, კარვებში, ატარებდნენ და მონაწილეობდნენ სხვადასხვა ღონისძიებებში, როგორიცაა ბუნებრივი რესურსების მოძიება და რუქების შექმნა, გუნდური თამაშები, ლაშქრობები და ა.შ. ქართველი პარტნიორები და მოწვეული სტუმრები ატარებდნენ ლექციებსა და აქტივობებს ეკოლოგიური ცოდნის გასაღრმავბლად, მოზარდებში კრიტიკული აზროვნების, გადაწყვეტილების მიღებისა და მოხალისეობრივი სულისკვეთების გასანვითარებლად.
|