ბათუმში ჩატარებული სამეწარმეო საქმიანობის მოსამზადებელი კურსი სოფლის სკოლებისათვის
8 სოფლის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის და 3 სასოფლო-სამეურნეო ტექნიკური კოლეჯის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა სამეწარმეო საქმიანობის მოსამზადებელ კურსში, რომელიც ჩატარდა ამერიკის მომავალ ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენლების მიერ ბათუმში 5-დან 10 ივლისის ჩათვლით. ეს სემინარი ეხმარება სოფლის ახალ ახალგაზრდულ ორგანიზაციას, რათა განავითაროს მუშაობა სასწავლო მიმართულებით, რაც დაეხმარება სტუდენტებს რომ გახდნენ უკეთესი თანამშრომლები, დაიწყონ ბიზნესი სოფლებში ან გააგრძელონ სწავლა უმაღლეს სასწავლებლებში. ეს მომზადების კურსი არის იმ პროექტის ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მომავალ ფერმერთა ასოციაციის (FFG) ფილიალების რიცხვის გაზრდას სკოლებში და დაფინანსებულია “ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის საზღვარგარეთის სოფლის მეურნეობის სამსახურის” მიერ “ვორლდ ლინკ”-თან (აშშ) და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტთან (GIPA) თანამშრომლობით. საქართველოს ფერმერთა ასოციაცია ეხმარება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებს და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკურ კოლეჯებს, რათა, ლიდერობის და სამეწარმეო საქმიანობის მოსამზადებელი კურსების ჩატარებით და ინდივიდუალური სამეწარმეო პროექტების მეშვეობით პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებით, მათ გადალახონ ახალი გამოწვევები საქართველოს სოფლების განათლებაში. მონაწილეებს მიაწოდეს სოფლის მეურნეობის გამოცდილების და ლიდერული განვითარების ინტეგრაციის მეთოდები მათ უკვე არსებულ სასწავლო პროგრამაში.
|