ამერიკის საელჩოს ესტუმრა ბავშვები ოსეთიდან
2006 წლის 2 ივნისიდან 9 ივნისამდე აშშ-ს საელჩომ თბილისში უმასპინძლა ამერიკელ მომხსენებელს, ჯორჯიის უნივერსიტეტის ლექტორსა და სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის უფროსს პროფესორ
რეი ჰერენს. პროფესორი ჰერენი ეწვია საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებს და ბიოლოგიის, სოფლის მეურნეობისა და ბიოტექნოლობიების სფეროში მომუშავე ორგანიზაციებს. პროფესორი ჰერენი არის ავტორი წიგნისა “ბიოტექნოლოგია – რევოლუცია სოფლის მეურნეობაში”. პროფროფესორმა ჰერენმა აღნიშნულ თემაზე ლექციები წაიკითხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის კათედრაზე, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში, საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში და ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის კათედრაზე. ვიზიტის განმავლობაში პროფესორი ჰერენი შეხვდა ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის ექსპერტებს და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებს.
აღნიშნული ვიზიტის შედეგად ქართველ მეცნიერებს, ექსპერტებსა და ლექტორებს საშუალება მიეცათ განეხილათ ბიოტექნოლოგიის თემა და გაცნობოდნენ ამ სფეროში მიმდინარე სიახლეებს. პროფესორი ჰერენის ლექციებმა ხელი შეუწყეს ბიოტექნოლოგიისა და გენეტიკური ინჟინერიის თემაზე საზოგადოებრივი განხილვის წამოწყებას.
|