Embassy Seal US Department of State
Embassy of the United States | Georgia flag graphic
Search  
ა.შ.შ.-ს ელჩი
დიპლომატიური მისია
საზოგადოებასთან ურთიერთობა
კომერციის განყოფილება
პოლიტიკური განყოფილება
ეკონომიკის განყოფილება
იუსტიციის დეპარტამენტი
მიმდინარე მოვლენები და ფოტოები
მოვლენების არქივი
პრეს-რელიზები და განცხადებები

საელჩოს სიახლეები

ამერიკის საელჩოს ესტუმრა ბავშვები ოსეთიდან

9 ივნისს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების თანამშრომელის დალი ხომერიკისა და პოპულარული საბავშვო გაზეთის “12 მტრედი” პროექტის დირექტორის ლევან კიკალიშვილის ერთობლივი ძალიასხმევით თბილისში ამერიკის საელჩოს ეწვია 22 ბავშვი ოსეთიდან. შეხვედრამ დაუვუწყარი შთაბეჭდილებები მოახდინა ბავშვებზე, რომელთაც გამოიარეს გრძელი გზა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან არსებული საზღვრის მიმდებარე სოფლებიდან.

ელჩი ტეფტი და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი როვენა კროს-ნაჯაფი შეხვდნენ სტუმრებს. ბავშვებს ასევე მიეცათ საშუალება გაცნობოდნენ საქართველოს სახელმწიფო მინისტრს კონფლიქტების მოგვარების დარგში გიორგი ხაინდრავას. ეს ღირსშესანიშნავი შეხვედრა მოიცავდა ასევე ნიჭიერი ახალგაზრდა შემსრულებლებლების მიერ გამართულ მცირე კონცერტს, შეჯიბრს ხატვაში, სადაც ნახატებში ასახული უნდა ყოფილიყო მეგობრობა საქართველოსა და ამერიკის შტატებს შორის, და საელჩოს დათვალიერებას. “ეს დაუვიწყარი დღეა ჩემთვის, ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ოდესმე ვნახავდი თუ, როგორ მუშაობს საელჩო”, თქვა ათი წლის გოგონამ. საელჩოს საგამოფენო დარბაზში განთავსდა ბავშვების მიერ შესრულებული 35 ნახატი. იმავე დღის ბოლოს ტელეარხებმა “იმედი” და “ალანია” ახალი ამბების გამოშვებაში გააშუქა ეს შეხვედრა.


მიმდინარე მოვლენები და ფოტოები

ზევით ^

ელჩი ტეფტი მოიხიბლა მარიამის მიერ შესრულებული ფრენკ სინატრას სიმღერით "ნიუ იორკ, ნიუ იორკ"

ელჩი ტეფტი მოიხიბლა მარიამის მიერ შესრულებული ფრენკ სინატრას სიმღერით "ნიუ იორკ, ნიუ იორკ"

სტუმრად მოსულ ახალგაზრდებს ძალიან მოეწონათ საელჩოს ტერიტორიაზე ახლად გაშენებული სათამაშო მოედანი

სტუმრად მოსულ ახალგაზრდებს ძალიან მოეწონათ საელჩოს ტერიტორიაზე ახლად გაშენებული სათამაშო მოედანი

 


 



Embassy of the United States