საელჩო ხელს უწყობს გაცვლითი პროგრამების მონაწილეთა ფოტო გამოფენის ორგანიზაციაში
9 ივნისს კულტურის ატაშე როვენა ქროსს-ნაჯაფი დაესწრო ფოტო გამოფენას სადაც წარმოდგენილი იყო გაცვლითი პროგრამების მონაწილეთა 50 ფოტო. მნახველს შეეძლო ენახა როგორც ქართველების მიერ ამერიკაში ყოფნისას გადაღებული ფოტოები ასევე ამერიკელების–საქართველოზე. გამოფენის ორგანიზატორია გაცვლითი პროგრამების მონაწილე პავლე თვალიაშვილი საელჩოს გაცვლითი პროგრამების მონაწილეთა საგრანტო პროგრამის მხარდაჭერით. გამოფენა გააშუქა ტელეკომპანია 202-მა და ანალია TV-იმ, მათ შორის ინტერვიუ ქალბატონ როვენასთან.
|