ელჩი ტეფტი პალესტინური წარმოშობის ამერიკელი ჩელისტის ერთად მასპინძლობს “ამერიკულ საგამოს”
8 ივნისს ელჩი ტეფტი მიესალმა კავკასიის კამერული ორკესტრის მიერ გამართულ მუსიკალური ფესტივალის დასკვნით კონცერტზე დამსწრე საზოგადოებას. კავკასიის კამერულ ორკესტრთან ერთად საღამოს გამოვიდა პალესტუნური წარმოშობის ამერიკელი ჩელისტი ალექსანდრე სულეიმანი, რომლის საქართველოში ჩამოსვლა დააფინანსა ამერიკის საელჩომ. კონცერტზე შესრულდა როგორც გერმანელი დირიჟორის უვე მერკემერის რამოდენიმე ნაწარმოები, ასევე პიაცოლას, ჩაიკოვსკის, ლეგრანისა და აზარაშვილის ნაწარმოებები. საღამო დასრულდა უვე ბერკემერისა და ნანი ბრეგვაძის “თბილისოს” ერთობლივი შესრულებით. კონცერტის დასრულებისთანავე პირველმა ლედიმ სანდრა რულოვსმა გაათამაშა სხვადასხვა პრიზი, მათ შორის ქართული ღვინო და სადილი პირველ ლედისთან. კონცერტის შემდეგ კონსერვატორიის ფოეში ელჩმა ტეფტმა გამართა მიღება ალექსანდრე სულეიმანის საპატივცემოდ.
|