Embassy Seal US Department of State
Embassy of the United States | Georgia flag graphic
Search  
ა.შ.შ.-ს ელჩი
დიპლომატიური მისია
საზოგადოებასთან ურთიერთობა
კომერციის განყოფილება
პოლიტიკური განყოფილება
ეკონომიკის განყოფილება
იუსტიციის დეპარტამენტი
მიმდინარე მოვლენები და ფოტოები
მოვლენების არქივი
პრეს-რელიზები და განცხადებები

საელჩოს სიახლეები

შუა აღმოსავლეთის სპეციალისტი ლექციას კითხულობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

2006 წლის 25 მაისს ალ ქუდსის უნივერსიტეტის ამერიკის შესწავლის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა მუჰამედ დაჯანი დაუდიმ წაიკითხა ლექცია “დიდი ოცნებები, მცირე იმედები – მშვიდობის დამყარების გზები.” ლექცია შეეხებოდა პალესტინასა და ისრაელს შორის მიმდინარე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზებს. ლექცია ჩატარდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და დაესწრო დაახლოებით ოცდაათი სტუდენტი და კონფლიქტოლოგი. პროფესორი დაჯანი წარადგინეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კონფლიქტოლოგიის პროგრამის დირექტორმა პროფესორმა გუგული მაღრაძემ და აშშ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის მოადგილემ არტურ ევანსმა, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორ დანიელ მოსესთან ერთად .

პროფესორი დაჯანის ვიზიტი საქართველოში სამხრეთ კავკასიის ტურის ნაწილია. პროფესორი დაჯანი ასევე ეწვია აზერბაიჯანს და სომხეთს. ვიზიტი საქართველოში დააფინანსა და მოაწყო აშშ-ს საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კონფლიქტოლოგიის პროგრამასთან ერთად. პროფ. დაჯანის ლექციამ შესაძლებლობა მისცა ქართველ სპეციალისტებს და საზოგადოებას განეხილათ რეგიონული და საერთაშორისო კონფლიქტების გადაჭრის გზები. ლექციის შედეგად დასმულ იქნა მრავალი შეკითხვა და განხილულ იქნა აფხაზეთსა და სამხრ. ოსეთში დღეს არსებული სიტუაცია.


მიმდინარე მოვლენები და ფოტოები

ზევით ^

მარცხნიდან: პროფ. დაჯანი, თსუ-ს პროფესორი გუგული მაღრაძე და  საზოგადპებასთან ურთიერთობის განყოფილების წარმომადგენელი არტურ ევანსი პასუხობენ აუდიტორიის მიერ დასმულ კითხვებს

მარცხნიდან: პროფ. დაჯანი, თსუ-ს პროფესორი გუგული მაღრაძე და საზოგადპებასთან ურთიერთობის განყოფილების წარმომადგენელი არტურ ევანსი პასუხობენ აუდიტორიის მიერ დასმულ კითხვებს


ალ ქუდის უნივერსიტეტის პროფესორი დაჯანი საუბრობს შუა აზიის კონფლიქტების მოგვარების საკითხებზე თბილისის სახელმწიფო უნივერტეტში

ალ ქუდის უნივერსიტეტის პროფესორი დაჯანი საუბრობს შუა აზიის კონფლიქტების მოგვარების საკითხებზე თბილისის სახელმწიფო უნივერტეტში

 


 



Embassy of the United States