Embassy Seal US Department of State
Embassy of the United States | Georgia flag graphic
Search  
ა.შ.შ.-ს ელჩი
დიპლომატიური მისია
საზოგადოებასთან ურთიერთობა
კომერციის განყოფილება
პოლიტიკური განყოფილება
ეკონომიკის განყოფილება
იუსტიციის დეპარტამენტი
მიმდინარე მოვლენები და ფოტოები
მოვლენების არქივი
პრეს-რელიზები და განცხადებები

საელჩოს სიახლეები

ელჩი ტეფტი და და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებიან აშშ-ს დაფინანსებულ ტრენინგს კრიმინალისტებისათვის

ხუთშაბათს, 18 მაისს, ელჩმა ტეფტმა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ავტომანქანისა და სხვა საგნების სასწავლო აფეთქებაში. ასაფეთქებელი ნივთიერებების დეტონაცია არის პრაქტიკული მეცადინეობა, რომელიც დაასრულებს ორკვირიან კურსს საგამოძიებო და სასამართლო ექსპერტიზის პროცედურების შესახებ. ქართველ სამართალდამცავებს კონსულტაციები ჩაუტარეს, თუ როგორ უნდა მოხდეს ასაფეთქებელი მოწყობილობის რეკონსტრუქცია გამოძიებისა და სასამრთლო პროცესის წარმატებით წარმართვისათვის. ეს ტრენინგი არის მრავალწლიანი და მრავალმილიონ დოლარად ღირებული დახმარების პროგრამის ნაწილი, რომლის მიზანია საქართველოს სამართალდამცავი უწყებების პროფესიული დონის ამაღლება. პროგრამას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი აფინანსებს, ხოლო ტრენინგს ატარებენ აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის ალკოჰოლის, თამბაქოს, ცეცხლსასროლი იარაღისა და ასაფეთქებელი ნივითიერებების ბიუროს ექსპერტები, სახელმწიფო დეპარტამენტის საერთაშორისო ნარკოტიკებისა და კანონის განმტკიცების ბიუროს ეგიდით. ტრენინგში მინაწილეობას იღებს 26 გამომძიებელი და სასამართლო ექპერტიზის სპეციალისტი აფეთქების შემდგომი გამოძიების ტექნიკის გასაუმჯობესებლად. ასაფეთქებელი მოწყობილობების სასწავლო აფეთქებებში მონაწილეობდნენ ელჩი ტეფტი და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძე. აფეთქების შემდეგ ამერიკელმა ინსტრუქტორებმა და ქართველმა კრიმინალისტებმა შეაგროვეს მტკიცებულებები და მოახდინეს ასაფეთქებელი მოწყობილობის რეკონსტრუქცია.


მიმდინარე მოვლენები და ფოტოები

ზევით ^

ელჩი ტეფტი და  აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის ალკოჰოლის, თამბაქოს, ცეცხლსასროლი იარაღის და ასაფეთქებელ ნივთიერებათა ბიუროს ექსპერტები

ელჩი ტეფტი და აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის ალკოჰოლის, თამბაქოს, ცეცხლსასროლი იარაღის და ასაფეთქებელ ნივთიერებათა ბიუროს ექსპერტები

ელჩი ტეფტი აფეთქებისათვის გამოყოფილ ტერიტორიაზე

ელჩი ტეფტი აფეთქებისათვის გამოყოფილ ტერიტორიაზე

ალკოჰოლის, თამბაქოს, ცეცხლსასროლი იარაღისა და ასაფეთქებელ ნივთიერებათა ბიუროს წარმომადგენელი ენდი ბენეტი და ასაფეთქებელი ნივთიერებების ექსპერტი უხსნის აფეთქების პრინციპებს პრესის წარმომადგენლებს

 



Embassy of the United States