აშშ-ს საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა გახსნა ამერიკათმცოდნეობის მე-8 ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია
2006 წლის 4 მაისს აშშ-ს საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა ქ-მა როენა ქროს-ნაჯაფიმ და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ბ-მა გიორგი ხუბუამ გახსნეს ამერიკათმცოდნეობის მე-8 ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია. კონფერენციის გახსნაზე სხვა მომხსენებლები იყვნენ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინე გაბაშვილი, საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ბადრიძე და თავდაცვის მინისტრის მოადგილე მამუკა კუდავა.
კონფერენცია 6 მაისამდე გაგრძელდება და 200-ზე მეტ ქართველ და ამერიკელ მკვლევარსა და პროფესიონალს მოიზიდავს. კონფერენციას აფინანსებს აშშ-ს საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება და ორგანიზებულია ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაციის მიერ. ასოციაცია ჩამოყალიბდა 2002 წელს ქართველი მკვლევარების მიერ აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით. ასოციაციის მიზანია ამერიკანისტიკის სფეროში სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობა განახორციელოს. ასოციაცია აწვდის ინფორმაციას საქართველოს აკადემიურ წრეებსა და ამერიკანისტიკის სფეროთი დაინტერესებულ საზოგადოების ყველა წარმომადგენელს. ასოციაციის დამფუძნებლები აშშ-ს მთავრობის დაფინანსებული პროგრამების მონაწილეები არიან. ასოციაცია ყოველწლიურ კონფერენციასთან ერთად აქვეყნებს ყოველწლიურ ჟურნალს ამერიკის შესწავლის საკითხებზე.
|