Embassy Seal US Department of State
Embassy of the United States | Georgia flag graphic
Search  
ა.შ.შ.-ს ელჩი
დიპლომატიური მისია
საზოგადოებასთან ურთიერთობა
კომერციის განყოფილება
პოლიტიკური განყოფილება
ეკონომიკის განყოფილება
იუსტიციის დეპარტამენტი
მიმდინარე მოვლენები და ფოტოები
მოვლენების არქივი
პრეს-რელიზები და განცხადებები

საელჩოს სიახლეები

აშშ-ს საზღვაო-სამხედრო ხომალდი ფოთის პორტში შემოვიდა

აშშ-ს საზღვაო-სამხედრო არლეი ბერკის კლასის ნაღმოსანი ხომალდი “პორტერი,” ფოთის პორტში შემოვიდა 7 აპრილს. ”პორტერი” 10 აპრილამდე დარჩება პორტში აშშ-ს საზღვაო ძალების მიერ ქართველი საზღვაო-სამხედრო პერსონალის ტრენინგის მხარდასაჭერად. 8 აპრილს წვრთნა ჩატარდება ხომალდზე. პორტერის კაპიტანია მეთაური დაგლას ნაშოლდი. ხომალდი ექვს თვეს დაჰყოფს ხმელთაშუა ზღვისა და შავი ზღვის აკვატორიაში რეგულარული განრიგის მიხედვით. წვრთნა შეეხება დაზიანების თავიდან აცილებას, ძებნას, დაკავებას, დაცვას, და სერჟანტებისა და ზემდეგების პროფესიული დონის ამაღლებას. “ჩვენი მონაწილეობა ამ საპორტო ვიზიტში ხელს შეუწყობს საქართველოსთან პარტნიორობის განვითარებას, გრძელვადიან ურთიეთობებს, ჰარმონიულ ქმედებებსა და გუნდურ სულისკვეთებას. ჩვენ სიამოვნებით განვიხილავთ ინიციატივებს ორივე ქვეყნის მხრიდან. დიალოგი და ურთიერთთანამშრომლობა ხელს შეუწყობს მომავალ ურთიერთობას საზღვაო-სამხედრო სფეროში, რაც გააუმჯობესებს შავი ზღვის აკვატორიის უსაფრთხოებას და საზღვაო საკითხების ცოდნას,” აღნიშნა 67-ე საოპერაციო ჯგუფის მეთაურმა, კომოდორმა ბობ ლოლიმ [საზღვაო-სამხედრო პოლკოვნიკის ეკვივალენტი]

მიმდინარე მოვლენები და ფოტოები

ზევით ^

ელჩი ტეფტი მეუღლითურთ ათვალიერებს "პორტერს" 

ელჩი ტეფტი მეუღლითურთ ათვალიერებს "პორტერს"

ამრიკული გემი "პორტერი"  ფოტის პორტში

ამრიკული გემი "პორტერი" ფოტის პორტში

 


 



Embassy of the United States