Embassy Seal US Department of State
Embassy of the United States | Georgia flag graphic
Search  
ა.შ.შ.-ს ელჩი
დიპლომატიური მისია
საზოგადოებასთან ურთიერთობა
კომერციის განყოფილება
პოლიტიკური განყოფილება
ეკონომიკის განყოფილება
იუსტიციის დეპარტამენტი
მიმდინარე მოვლენები და ფოტოები
მოვლენების არქივი
პრეს-რელიზები და განცხადებები

საელჩოს სიახლეები

 

“ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს არ გაყვნენ ამ გზას,” აშშ-ს მუდმივი წარმომადგენელი გაეროში ზალმაი ხალილზადი

მივესალმებით საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიის (UNOMIG) მიერ Dდღეს მიღებულ რეზოლუციას; განსაკუკთრებით რეზოლუციის იმ ნაწილს, სადაც აღნიშნულია ლტოლვილებისა და დევნილების აფხაზეთში უსაფრთხო და სწრაფი დაბრუნების შესახებ. ამასთან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება პრეზიდენტ სააკაშვილის ახალ ინიციატივას აფხაზეთის კონფლიქტის პოლიტიკური მოლაპარაკებების გზით გადაჭრის შესაძლებლობების გაფართოების შესახებ.

ჩვენ მოვუწოდებთ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისულფლებას სერიოზულად განიხილონ ეს ინიციატივები, ისევე როგორც ამა წლის დასაწყისში ჟენევაში საქართველოს მიერ აფხაზეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ წამოყენებული წინადადებები.

როგორც უკვე ავღნიშნეთ ჩვენ ვწუხვართ, რომ რუსეთმა ცალმხრივად გადაწყვიტა გამოსულიყო დსთ-ს 1996 წლის შეთანხმებიდან აფზაზეთისთვის ეკონომიკური და სამხედრო სანქციების დაწესების შესახებ. ჩვენ გვჯერა რომ ამით წარმოიქმნება ახალი პრობლემები რეგიონში სამხედრო გამჭირვალობის თაობაზე, რაც შეაფერხებს სამშვიდობო პროცესს.

ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებულია მოსკოვიდან გამოსული ინფორმაციის გამო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ნახევრად ოფიციალური წარმომადგენლობების გახსნის თაობაზე საქართველოს მთავრობის ნებართვის გარეშე.

ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს არ გაყვნენ ამ გზას. Eეს ეწინააღმდეგება რუსეთის მიერ განცხადებულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლოანობისადმი, როგორც ეს ასახულია დღევანდელ რეზოლიციაში. ეს აგრეთვე არ შეესაბამება სამშვიდობო პროცესში რუსეთის მომრიგებლის სტატუსს. ამის სანაცვლოდ, ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ რუსეთი განაგრძობს საქართევლოსან ამ ბოლო დროს გაუმჯობესებულ ურთიერთობას სამშვიდობი პროცესის გაძლიერების მიზნით.

ზევით ^

პოლიტიკურ საკითხთა მრჩეველი ქრის სმიტი აღნიშნავს, რომ კვლავაც მხარს დაუჭერს საქართველოს ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში

 



Embassy of the United States