Embassy Seal US Department of State
Embassy of the United States | Georgia flag graphic
Search  
ა.შ.შ.-ს ელჩი
დიპლომატიური მისია
საზოგადოებასთან ურთიერთობა
კომერციის განყოფილება
პოლიტიკური განყოფილება
ეკონომიკის განყოფილება
იუსტიციის დეპარტამენტი
მიმდინარე მოვლენები და ფოტოები
პრეს-რელიზები და განცხადებები

ეკონომიკის განყოფილება

ეკონომიკის განყოფილების დანიშნულებაა უზრუნველყოს ვაშინგტონი და საელჩოს წარმომადგენლები ზუსტი, დროული ინფორმაციითა და ექსპერტთა ანალიზებით საქართველოში მიმდინარე მნიშვნელოვან ეკონომიკურ თუ ფინანსურ მოვლენებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, მას ევალება გაავრცელოს ინფორმაცია აშშ-ს ეკონომიკური და კომერციის პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ საქართველოს საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლასთან დაკავშირებით. განყოფილება კოორდინირებას უწევს საქართველოს მთავრობისათვის ტექნიკური დახმარების გადაცემას და ეხმარება აშშ-ს ბიზნესის წარმომადგენლებს ვაჭრობისა და ინვესტიციების საკითხებში.

ეკონომიკის განყოფილების მიერ განხორციელებული საქმიანობა გულისხმობს ორმხრივ და მრავალმხრივ დახმარებას ვაჭრობაში, სამოქალაქო ავიაციაში, ელექტრონულ კომერციასა და ინტერნეტის საკითხებში, ენერგეტიკაში, ექსპორტის კონტროლს, საკითხებს ფინანსებსა და ბანკებთან დაკავშირებით, ინტელექტუალურ ქონებაზე უფლებების დაცვას, ტელეკომუნიკაციებს, ეკონომიკური მიმოხილვების მომზადებას.

მიმდინარე მოვლენები შეიცავს საქართველოს მთავრობის მიერ რეფორმის პროგრამის განხორციელების სურათს, სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობას მთელს საქართველოში, საფინანსო სისტემის რეფორმას, საინვესტიციო კლიმატს, ვაჭრობას, საქართველოს როლს რეგიონის ეკონომიკაში და ენერგეტიკის საკითხებს.

განცხადება: გამოცხადებულია 2006 წლის კოჰრანის პროგრამის კონკურსი.


ზემოთ ^

Embassy of the United States