|
აშშ იუსტიციის დეპარტამენტი (DOJ), სწავლლებისა და ტექნიკური დახმარების პროგრამებს საქართველოს სისხლის სამართლის სფეროში ახორციელებს მისი ერთ-ერთი სამსახურის საშუალებით რომელსაც ეწოდება ”საზღვარგარეთის საპროკურორო განვითარების, დახმარებისა და სწავლების სამსახური (DOJ/OPDAT). Aამ სამსახურმა დსთ-ს ბევრ სახელმწიფოში შექმნა იურიდიული მრჩევლის ოფისები, რომლებიც აშშ საელჩოშია განთავსებული.
აშშ იუსტიციის დეპარტამენტმა დახმარების აღმოჩენა საქართველოსადმი 1999 წლის თებერვლიდან დაიწყო. თავდაპირველად, საზღვარგარეთის საპროკურორო განვითარების, დახმარებისა და სწავლების სამმართველომ (OPDAT) თავისი დახმარების უმთავრეს პრიორიტეტად დაისახა დახმარება სამართალდამცავ ორგანოებსა და სხვა საჯარო სამსახურებში არსებული კორუფციის წინააღმდეგ.
ანტიკორუფციული ინიციატივები გახდა საქართველოში 1999 წლის შემდეგ მივლინებული 3 იურიდიული მრჩევლის ძირითადი სამუშაო მიმართულება.
ამჟამად იურიდიული მრჩევლის თანამდებობაზე მუშაობს პიტერ სტრასერი, შტატ ახალი ორლეანის ფედერალური პროკურატურის, ორგანიზებულ დამნაშავეობასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საგამოძიებო ჯგუფის ყოფილი უფროსი. Mმისი სამსახურეობრივი გამოცდილება მოიცავს 100-ზე მეტ სასამართლო პროცესს, ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით, ისეთ საქმეებზე როგორიცაა ფინანსური დანაშაული და პოლიტიკური კორუფცია. მისი წინამორბედი პროკურორები იურიდიული მრჩევლის თანამდებობაზე გახლდნენ: აშშ პროკურორი პიტერ სპრანგი, ნიუ-ორკის სამხრეთ ოლქიდან (1999 წლის თებერვლიდან 2000 წლის ნოემბრამდე), და აშშ პროკურორი ჩიკაგოდან, ჯონ გლისონი (2001 წლის თებერვლიდან 2002 წლის აგვისტომდე). იურიდიული მრჩევლის მოვალეობას დროებით ასრულებდნენ: ნოელ დიმარკო, ფედერალური პროკურორი ლარედოდან, ტეხასის შტატი (2000 წლის მარტი-ივლისი) და რიჩარდ პილგერი, ფედერალური პროკურორი ვაშინგტონის ოლქიდან (2000 წლის სექტემბრიდან 2001 წლის მარტის ჩათვლით).
1999 წლიდან აშშ იუსტიციის დეპარტამენტი ახორციელებს ფართო ტექნიკურ დახმარებასა და ტრეინინგების ორგანიზებას საჯარო სფეროში კორუფციისა და ორგანიზებული დამნაშავეობს აღმოფხვრის მიმართულებით. ფართო ტექნიკური დახმარება და ტრეინინგები იქნა ასევე ორგანიზებული აშშ იუსტიციის დეპარტამენტის მიერ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის რეფორმის კუთხით, აქცენტით ისეთ პრინციპებზე რომლებიც სიახლეს წარმოადგენენ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკისათვის. კერძოდ, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი, გარიგებითი მართლმსაჯულება და ნარკო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმები.
ბოლო 4 წლის განმავლობაში აშშ იუსტიციის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული იყო 60-ზე მეტი სასწავლო კურსი 350-ზე მეტი ქართველი პროკურორის, სამართალდამცავი ორგანოების მუშაკების, პარლამენტარების, მოსამართლეების, ადვოკატებისა და არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლებისათვის. ზოგიერთმა პროკურორმა და სამართალდამცავი ორგანოების მუშაკმა ერთზე მეტჯერ მიიღო მონაწილეობა აშშ იუსტიციის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში. უმრავლესობა ტრეინიგებისა ჩატარებული იქნა ან საქართველოში იურიდიული მრჩევლის მიერ ან სამართალდამცავთა საერთაშორისო აკადემიაში, ბუდაპეშტში, უნგრეთი. აშშ იუსტიციის დეპარტამენტს ასევე ორგანიზებული აქვს რეგიონალური კონფერენციები საქართველოს მთავრობისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის სასომხეთსა და რუსეთში, და სასწავლო ვიზიტები რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.
|