Embassy Seal US Department of State
Embassy of the United States | Georgia flag graphic
Search  

დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამა

დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამა

26 დეკემბერი 2007 წ.

აშშ-ს საელჩო აცხადებს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის კონკურსს 2008 წლისათვის

თბილისი—აშშ-ს საელჩო საქართველოში აცხადებს კონკურსს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტებზე 2008 წლისათვის.
დემოკრატიის კომისიის თავმჯდომარეა აშშ-ს ელჩი, ხოლო პროგრამას ადმინისტრირებას უწევს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება. თითოეული ორგანიზაციისათვის გაცემული გრანტის ოდენობა არ აღემატება 24,000 აშშ დოლარს. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს არაკომერციულ, არასამთავრობო და საგანმანათლებლო ორგანიზაციებს, რომლებიც მხარს უჭერენ ქვემოთ ჩამოთვლილ ინიციატივებს:

 ეკონომიკური განვითარება (პროფესიული უნარჩვევების განვითარება ფინანსური და წარმოების მართვის უნარებისა და ენის სწავლების გზით; მედია ბიზნესის ხელშეწყობა; მეცენატობის განვითარების ხელშეწყობა)

 ადამიანის უფლებების დაცვა / ეთნიკურ და უმცირესობათა უფლებები (უმცირესობების ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ინეგრაცია; კონფლიქტურ ზონებში ადამიანის უფლებების დაცვა; ქალებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებების დაცვა)

 კონფლიქტების მოგვარების გზები (სახალხო დიპლომატიის განვითარება; ინფორმაციის გაცვლა კონფლიქტური ზონების მოსახლეობას შორის)

 სახელისუფლებო პროცესების გამჭვირვალობა და კანონის უზენაესობა (სამართლებრივი რეფორმები, საზოგადოების წინაშე ხელისუფლების ანგარიშვალდებულების ხელშეწყობა; ანტი-კორუფციული საინფორმაციო კამპანია; სამოქალაქო საზოგადოების ჩართვა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში; საზოგადოების ინფორმირება მედიისა და სამოქალაქო განათლების საშუალებით)

პროექტები მიიღება 2008 წლის 1 თებერვლამდე. პროექტების დაფინანსების საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო დეპარტამენტის შესაბამისი ოფისი ვაშინგტონში, ხოლო განხილვის პროცესი შეიძლება გაგრძელდეს პროექტის შემოტანიდან 3-6 თვემდე. პროექტი გამოგზავნეთ ფოსტით ან ჩააბარეთ აშშ-ს საელჩოს მისაღებში შემდეგ მისამართზე: აშშ-ს საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება, ჯ. ბალანჩინის ქ. 11, თბილისი 0131.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ ჩამოტვირთონ საელჩოს ვებ გვერდიდან http://georgia.usembassy.gov/resourcesdemcom.html ინგლისურ-ქართული და ინგლისურ-რუსული განაცხადის ფორმები ან მიიღონ ისინი აშშ-ს საელჩოს მისაღებში.

კონსულტაციისათვის დაუკავშირდით პროგრამის კოორდინატორებს: სოფიო გეგეჭკორს ტელ: 277-601 ან ნინო გაგუას ტელ: 277-628
E-მაილ: GegechkoriS@state.gov; GaguaN@state.gov

 

ზემოთ ^

Embassy of the United States