|
მოკლე ინფორმაცია ბორლაუგის პროგრამის შესახებ
აშშ სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი საქართველოში იწვევს დაინტერესებულ პირებს ბორლაუგის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს ტრეინინგისა და ერთობლივი კვლევითი შესაძლებლობების გამოყენებას საერთაშორისო სოფლის მეურნეობის მეცნიერებასა და შესაბამისი პოლიტიკის შემუშავებაში. მისი მიზანია სოფლის მეურნეობის ახალგაზრდა მეცნიერების, პროფესორ-მასწავლებლების და რეფორმატორების ტრეინინგები სოფლის მეურნეობის კვლევით სფეროში, რათა გაეცნონ ახალ ტექნოლოგიებს, დამყარდეს ინტენსიური თანამშრომლობა და ურთიერთობები ქართველ და ამერიკელ მეცნიერ-მუშაკებს შორის სოფლის მეურნეობის გასაუმჯობესებლად, აღნიშნული პროგრამა ხელს უწყობს ახალი მეცნიერებისა და სოფლის მეურნეობის ტექნოლოგიების პრაქტიკულ განხორციელებას.
პროგრამის პრიორიტეტული მიმართულებებია: 1. საფრთხის ანალიზი/კრიტიკული საკონტროლო პუნქტები და საკვების უსაფრთხოება; 2. ცხოველთა დაავადებები – მონიტორინგი, აღმოჩენა, რისკის ანალიზი; 3. რძის პროდუქტები; 4. სოფლის მეურნეობის სტატისტიკა; 5. სოფლის მეურნეობის მარკეტინგის საინფორმაციო სისტემები; 6. მცენარის გენეტიკური რესურსები – შეგროვება და განვითარება.
ტრეინინგისთვის გათვალისწინებული შეხვედრის ადგილები მოიცავს აშშ უნივერსიტეტებს, სახელისუფლებო დაწესებულებებს და საერთაშორისო სოფლის მეურნეობის კვლევით ცენტრებს. თითოეული წევრი პირისპირ იმუშავებს გამოცდილ მეცნიერ-მუშაკთან, რომელიც კოორდინაციას გაუწევს წევრის ტრეინინგს და კურსის დასრულების შემდეგ ეწვევა მის ადგილობრივ ინსტიტუტს.
კანდიდატები უნდა იყვნენ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც თავიანთი პროფესიონალური კარიერის საწყის ან შუა ეტაპზე იმყოფებიან. მათ მოეთხოვებათ ინგლისური ენის კარგი ცოდნა, მაგისტრის ხარისხი 3 წლის პრაქტიკული გამოცდილებით ან 5 წლიანი სამუშაო გამოცდილები მაგისტრის ხარისხის მისაღებად. ისინი ამჟამად უნდა მუშაობდნენ საქართველოს კვლევით ორგანიზაციებში, უნივერსიტეტებში, სახელისუფლებო ორგანოებში და სხვა კვლევით დაწესებულებებში, ხოლო აშშ-დან დაბრუნების შემდეგ უნდა აპირებდნენ მინიმუმ 2 წლის განმავლობაში საქართველოში მუშაობის გაგრძელებას.
2006 წლის ბორლაუგის პროგრამას საქართველოში ხელმძღვანელობს აშშ სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი ნებრასკა-ლინკოლნის უნივერსიტეტთან ერთად.
აშშ-ს მასპინძელი ორგანიზაციაა: ნებრასკა-ლინკოლნის უნივერსიტეტი;
შერჩეული კანდიდატები 2006 წლის ზაფხულში 4 კვირას გაატარებენ ნებრასკა-ლინკოლნის უნივერსიტეტში (ზუსტი თარიღები ჯერ არ არის დადგენილი);
შერჩეული კანდიდატების მიერ ლაბორატორიული და კვლევითი სამუშაოების ჩატარება განხორციელდება უნივერსიტეტის მასწავლებლების და კვლევის ხელმძღვანელების ზედამხედველობის ქვეშ.
შერჩეული კანდიდატები და ფაკულტეტის ხელმძღვანელები მონაწილეობას მიიღებენ მეცნიერულ სემინარში საქართველოში, 2007 წელს.
მონაწილეები შეირჩევიან კონკურსის საფუძველზე. შესავსები ფორმები გაიცემა ამერიკის საელჩოში შემდეგ მისამართზე: თბილისი, ჯორჯ ბალანჩინის ქ. 11.
ფორმის მოპოვება ასევე შეგიძლიათ ინტერნეტში ბორლაუგის პროგრამის ვებ-გვერდზე: http://www.fas.usda.gov/icd/borlaug/application.pdf
შევსებული ფორმების ჩაბარების ბოლო ვადაა 2006 წლის 14 აპრილი შემდეგ დოკუმენტებთან ერთად.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით აშშ სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის თანაშემწეს მაია მაზანიშვილს ამერიკის საელჩოში შემდეგ ნომერზე: 27-79-34.
|