|
დონორები და საერთაშორისო ორგანიზაციები ნოემბრის შეხვედრისათვის ემზადებიან
შარლენ პორტერი
მუდმივი კორესპონდენტი, ვაშინგტონი
ვაშინგტონი – ფრინველის გრიპის გლობალური ეპიდემიის პრევენციისათვის საჭირო მოქმედების გეგმის შესამუშავებლად ჯანდაცვის დარგში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციები 7-9 ნოემბერს ჟენევაში შეიკრიბებიან.
ამ შეკრების დამფინანსებელი ორგანიზაციების აზრით - მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO), საკვები პროდუქტებისა და სოფლის მეურნეობის გაეროს ორგანიზაცია (FAO) და ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (OIE) – შეხვედრის სათაური უნდა იყოს: “H5N1 პროგრამა: გლობალური სტრატეგიისაკენ.”
მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ 26 ოქტომბერს გაკეთებული განცხადების მიხედვით, შეხვედრის მიზანი იქნება იმ ორმაგი სტრატეგიის შემუშავება, რომელიც ფრინველის გრიპს მისი წარმოქმნის წყაროშივე, ფრინველებში, გააკონტროლებს და იმავდოულად მზადყოდნას გაზრდის ადამიანებს შორის გრიპის გლობალური ეპიდემიის გავრცელების შემთხვევაში.
2003 წლის შემდეგ ფრინველის გრიპის უდიდესი აფეთქება ფრინველების დაავადებასა და სიკივდილს იწვევს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.
150 მილიონი ფრინველის სიკვდილისა და განადგურების გამომწვევმა H5N1 გრიპის ვირუსმა ახლა სამხრეთ აზიიდან მოშორებულ ტერიტორიებზე, თურქეთსა და ხორვატიაში, შემოაღწია.
ვირუსს ადამიანების დასნობოვნების უნარიც გააჩნია – იტყობინებიან, რომ ოთხ სხვადასხვა ქვეყანაში ამ ვირუსის მიერ ინფიცირებული 121 ადამიანიდან 62 გარდაიცვალა. ჯანდაცვის სფეროს მაღალჩინოსნები გვაფრთხილებენ, რომ თუ ვირუსი გადამდები ადამიანებშიც გახდება, მაშინ მან შეიძლება გრიპის პანდემია და შესაბამისად, მილიონობით ადამიანის სიკვდილი გამოიწვიოს მთელს მსოფიოში.
შეხვედრის მიზანია მიღწეული შედეგების შეფასება და საჭიროებების გამოკვეთა
7-9 ნოემბერის ჟენევის შეხვედრა მიზნად ისახავს მიღწეული შედეგებისა და საჭიროებების შეფასებას, რაც აუცილებელია ჯანდაცვის სფეროში არსებულ ამ სიტუაციაზე საერთაშორისო რეაგირების მობილიზებისათვის – 26 ოქტომბერს ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გაკეთებული განცხადების შესაბამისად.
“აშშ-ის მთავრობამ ყველაზე მძიმედ დაზარალებული ქვეყნების – რომლებსაც ვირუსთან ბრძოლის შესაძლებლობების შექმნა სჭირდებათ: ვიეტნამი, ლაოსი, კამბოჯა და ინდონეზია - მხარდასაჭერი საერთაშორისო ღონისძიებების დასაფინანსებლად 38 მილიონი აშშ-ის დოლარი გამოყო” – განაცხადა 21 ოქტომბერს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ დემოკრატიისა და გლობალური საკითხების დარგში პაულა დობრიანსკიმ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში თავისი ვიზიტის შემდეგ.
პ. დობრიანსკიმ აშშ-ს პანდემიურ საშიშროებაზე გლობალური რეაგირების ლიდერი უწოდა.
“ამ საკითხების გადასაწყვეტად საჭირო ჩვენი ქვეყნის დოქტრინის მნიშვნელოვანი ნაწილი იმ აზრს მოიცავს, რომ თუ ერთ რომელიმე ქვეყანაში მაინც მოხდა ადამიანის მეორე ადამიანიდან ამ ვირუსით ინფიცირება, მაშინ ამის გამეორების რისკი ყველგან შეიძლება გაჩნდეს,” განაცხადა აშშ-ის ჯანდაცვისა და მოსახლეობის მომსახურების მინისტრმა მაიკლ ლევიტმა, რომელიც ოქტომბრის დასაწყისში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ვიზიტად მყოფ ამერიკულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა.
აშშ-ის ოფიციალური პირები ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ მათი მუშაობის მიმართულება საერთაშორისო საზოგადოებრიობაში იმ აზრის გავრცელებაა, რომ ადამიანის ჯანმრთელობას ძალზედ სერიოზული საფრთხე ემუქრება.
7 ოქტომბერს აშშ-ის მთავრობამ 80-ზე მეტი ქვეყნის მთავრობათა წარმომადგენლების შეხვედრას უმასპინძლა. ამ შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს ამ დაავადების პრევენციისა და მისი აფეთქების ლოკალიზაციის საჭიროებასა და დაგეგმვისა და მზადყოფნის მნიშვნელობას.
ფრინველის გრიპის აღმოჩენისა და პრევენციის მიზნით განხორციელებული საერთაშორისო საქმიანობა
საკვები პროდუქტებისა და სოფლის მეურნეობის გაეროს ორგანიზაციის (FAO) უკანასკნელი შეფასებები გვიჩვენებს, რომ ამ ბოლო დროს გაცილებით გაიზარდა ამ დაავადების პრევენციისა და აღმოჩენისაკენ მიმართული საერთაშორისო საქმიანობა.
მას შემდეგ, რაც H5N1 ვირუსი რუსეთსა და ყაზახეთში იყო აღმოჩენილი, ევროკავშირისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ბევრმა რესპუბლიკამ ფრინველის იმპორტზე შეზღუდვები დააწესა.
ამას გარდა, ევროკავშირმა მოახდინა მის რეგიონში ამ დაავადების გავრცელების რისკის შეფასება და დაამტკიცა მისი წევრი-ქვეყნების მიერ შემოთავაზებული დაკვირვება-შემოწმების გეგმები.
უზბეკეთში გააძლიერეს კონტროლი შინაური ფრინველის დაკვლასა და გაყიდვაზე და აკრძალეს გარეულ ფრინველებზე ნადირობა.
იმ ეჭვის გამო, რომ H5N1 ვირუსის კონტინენტიდან კონტინენტზე გადატანა მიმომფრენი ფრინველების მიერ მოხდა, ზოგ ქვეყანაში მიიღეს შესაბამისი ზომები, რათა საკუთარ ფრინველებს არ ჰქონოდათ გარეულ ფრინველებთან კონტაქტის შესაძლებლობა ღია მინდვრებსა და სარწყულებლებთან.
ნიდერლანდებში გამოცემულია ბრძანება შინაური ფრინველის შენობებს ან ბადეებს შიგნით მოთავსების თაობაზე, ხოლო გერმანიამ კი, შეიმუშავა შეზღუდვები შინაური ფრინველების შენობებს გარეთ მოთავსებასთან დაკავშირებით.
ფრინველის გრიპთან ბრძოლის აშშ-სა და საერთაშორისო საქმიანობის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ Bird Flu.
|