|
F, M, J ან Q ტიპის სტუდენტური / გაცვლითი პროგრამის მონაწილეების ვიზის მიღების მსურველებს ვთხოვთ განაცხადები დროულად გააკეთოთ, უმჯობესია, I-20 ან DS-2019-ის მიღებისთანავე.
შენიშვნა: F, M, J ან Q ტიპის სტუდენტური / გაცვლითი პროგრამის მონაწილეებმა უნდა გადაიხადონ SEVIS გადასახადი (რომელიც აგრეთვე ცნობილია როგორც “გადასახადი SEVIS I-901”) გასაუბრების დანიშნულ დღემდე. საკონსულოს ოფიცერი მიიღებს SEVIS გადასახადის დამადასტურებელი ქვითრის ელექტრონულ ვერსიას ან ფოსტის მეშვეობით გამოგზავნილი ფორმა I-797-ის (FORM I-797), როგორც გადასახადის გადახდის დამადასტურებელ საბუთს. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ მისამართზე:
http://www.ice.gov/sevis/i901/index.htm
. 2008 წლის 1 მარტიდან ვიზის ყველა განმცხადებელი ვალდებულია დანიშნოს გასაუბრების დღე ელექტრონული წესით შემდეგ ვებ გვერდზე: https://evisaforms.state.gov/default.asp?postcode=TBL&appcode=3 გასაუბრებაზე თან უნდა იქონიოთ:
პასპორტი (რომელიც ვარგისიანი უნდა იყოს სულ მცირე მომდევნო 6 თვის განმავლობაში გასაუბრებაზე გასვლის დღიდან)
• განაცხადის გადასახადი 131 აშშ დოლარი ან ექვივალენტი ადგილობრივი ვალუტით (აშშ–ს საელჩოს კურსით) რომელიც არ ანაზღაურდება.
• სავიზო ანკეტა, DS-156 ელექტრონული ვერსია შევსებული შემდეგ ვებ-გვერდის მისამართზე:
http://evisaforms.state.gov
• სავიზო ანკეტა, DS-157 ელექტრონული ვერსია შევსებული შემდეგ ვებ-გვერდის მისამართზე :
http://www.state.gov/documents/organization/7769.pdf
• სავიზო ანკეტა DS-158
• 1 ფოტოსურათი 5X5 – მთლიანი სახე, თეთრ ფონზე, რომელიც სტეპლერით ან წებოთი მიმაგრებული უნდა იყოს განაცხადის ფორმაზე.
• “F” ვიზის მიღების მსურველს – ფორმა I-20A-B; “M” ვიზის მიღების მსურველს – ფორმა I-20M-N. “J” ვიზის მიღების მსურველს – შევსებული ფორმა DS-2019. ხოლო “Q” ვიზის მიღების მსურველს – ჩარიცხვის დამადასტურებელი ცნობა
• SEVIS I-901 ან ფორმა I-797.
• საჭირო ფინანსური სახსრების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი რაც დაადასტურებს თქვენი ან თქვენი სპონსორის ფინანსური სახსრების არსებობას.
მაგალითად:
- საბანკო საგარანტიო წერილი
- ბოლო 6 თვის საბანკო ანგარიშის ამონაბეჭდი
- ხელფასის დამადასტურებელი ამონაწერი
• ნებისმიერი სხვა დამხმარე დოკუმენტი. მაგალითად:
- დიპლომი, ნიშნების ფურცელი ან სერთიფიკატი სასწავლებლიდან, სადაც ბოლოს გისწავლიათ
- ნებისმიერი სხვა საბუთი, რომლის მეშვეობით შეძლებთ დაამტკიცოთ, რომ დაბრუნდებით სამშობლოში სწავლის დამთავრების შემდეგ.
• შესაბამისი ფინანსური დოკუმენტები:
სტუდენტური/გაცვლითი პროგრამის მონაწილემ უნდა დაამტკიცოს, რომ თავად/სპონსორი არის სწავლის პირველი წლის გადამხდელუნარიანი და აგრეთვე გააჩნია შესაბამისი თანხა შემდგომი სწავლის პერიოდის დასაფინანსებლად. სტუდენტური/გაცვლითი პროგრამის მონაწილემ უნდა წარმოადგინოს მყარი დამამტკიცებელი საბუთები:
1. საჭირო თანხა სწავლის პირველი წლის დასაფინანსებლად
და
2. მომდევნო სასწავლო პერიოდის ფინანსური გათვლა
ფინანსური მხარდაჭერის საბუთი უნდა იყოს პირადი საბანკო ანგარიშის ამონაბეჭდი. კომპანიის ანგარიშის ამონაბეჭდის წარდგენა არ არის მიზანშეწონილი, ვინაიდან ამ კატეგორიის ანგარიშზე არსებული თანხა პირადი მიზნისთვის არ გამოიყენება.
|