|
2008 წლის 1 მარტიდან ვიზის ყველა განმცხადებელი ვალდებულია დანიშნოს გასაუბრების დღე ელექტრონული წესით შემდეგ ვებ გვერდზე: https://evisaforms.state.gov/default.asp?postcode=TBL&appcode=3. გთხოვთ, მობრძანდეთ დანიშნულ დღეს და დროს აშშ საელჩოს საკონსულო განყოფილებაში. გასაუბრებაზე თან უნდა მოიტანოთ შემდეგი დოკუმენტები:
• პასპორტი (რომელიც ვარგისი უნდა იყოს სულ მცირე მომდევნო 6 თვის განმავლობაში გასაუბრებაზე გამოსვლის დღიდან)
• განაცხადის გადასახადი 131 აშშ დოლარი ან ექვივალენტი ადგილობრივი ვალუტით (აშშ–ს საელჩოს კურსით) რომელიც არ ანაზღაურდება.
• სავიზო ანკეტა, DS-156 ელექტრონული ვერსია შევსებული შემდეგ ვებ-გვერდის მისამართზე: http://evisaforms.state.gov
• სავიზო ანკეტა, DS-157 ელექტრონული ვერსია შევსებული შემდეგ ვებ-გვერდის მისამართზე : http://www.state.gov/documents/organization/7769.pdf
• 1 ფოტოსურათი 5X5 – მთლიანი პირდაპირი სახე, თეთრ ფონზე, რომელიც სტეპლერით ან წებოთი მიმაგრებული უნდა იყოს განაცხადის ფორმაზე.
• ნებისმიერი დამხმარე დოკუმენტაცია.
განმცხადებელი თავად არის პასუხისმგებელი ნებისმიერი დამხმარე დოკუმენტის წარდგენაზე. გთხოვთ, ნუ გამოაგზავნით მათ პირდაპირ საკონსულო განყოფილებაში.
განმცხადებელი პასუხისმგებელია ნებისმიერი დამხმარე დოკუმენტის წარდგენაზე.
გთხოვთ, ნუ გამოაგზავნით მათ ფაქსის მეშვეობით პირდაპირ საკონსულო განყოფილებაში.
|