Embassy Seal US Department of State
Embassy of the United States | Georgia flag graphic
Search  
საკონსულო განყოფილება
მომსახურების შესახებ
შეკითხვები კონსულს
აშშ არასაიმიგრაციო ვიზები
ვიზის კატეგორიები
განაცხადის შეტანის წესები
სტუდენტური ვიზა
საზაფხულო სამუშაო/ სამოგზაურო პროგრამა
სამუშაო ვიზა
მეზღვაურის ვიზა
ვიზა სამკურნალოდ წამსვლელებისთვის
საგანგებო სამსახურეობრივი შემთხვევები
ვიზის გაცემაზე უარის თქმა
კითხვა-პასუხი
საიმიგრაციო ვიზები
განაცხადის შეტანის პროცედურა

სამედიცინო დაწესებულებათა ჩამონათვალი

ვიზები ოჯახის უშუალო წევრებისათვის

საქმრო/საცოლის ვიზა

მწვანე ბარათის საიმიგრაციო ვიზის გათამაშების პროგრამა

სიღარიბის ზღვარს ზემოთ მინიმალური შემოსავალი

ხშირად დასმული შეკითხვები

2008 წლის საზაფხულო სამუშაო და სამოგზაურო პროგრამა

ვადები:
ხუთშაბათი, 15 მაისი - საზაფხულო სამუშაო/სამოგზაურო პროგრამაში მონაწილეთა გასაუბრების საბოლოო თარიღი
სექტემბერი - საზაფხულო სამუშაო/სამოგზაურო პროგრამის დასასრული
(თარიღი განსხვავდება თითოეული მონაწილის შემთხვევაში)
ოთხშაბათი, 1 ოქტომბერი - მონაწილეთა საქართველოში უკან დაბრუნების საბოლოო თარიღი
პარასკევი, 14 ნოემბერი - სააგენტოების მიერ პროგრამაში მონაწილეთა
საქართველოში უკან დაბრუნების მაჩვენებლის აღრიცხვის ჩაბარების საბოლოო ვადა.

განმცხადებლებს მოეთხოვებათ:

• იყვნენ ჩართული აკრედიტირებული უმაღლესის (ბაკალავრიატის) სასწავლო კურსში
• დაამტკიცონ, რომ საზაფხულო სამუშაო/სამოგზაურო პროგრამიდან დაბრუნების შემდგომ განაგრძობენ სწავლას
ო დამამათავრებელი კურსის სტუდენტებმა უნდა დაამტკიცონ, რომ სწავლის გაგრძელების, ან მუშაობის სერიოზული განზრახვა გააჩნიათ საქართველოში უკან დაბრუნების შემდგომ
• დაამტკიცონ, რომ ინგლისურ ენას სათანადო დონეზე ფლობენ, რაც საშუალებას მისცემს მათ წარმატებით შეასრულონ დაკისრებული მოვალეობა აშშ-ში.

მოთხოვნები დამსაქმებელთა მიმართ:

საზაფხულო სამუშაო/სამოგზაურო პროგრამაში მონაწილეობის მიღების ყველა მსურველმა სააგენტომ პროგრამაში მონაწილე სტუდენტები უნდა უზრუნველყონ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დამოწმებული DS-2019 ფორმებით. თუ თქვენი სააგენტო გეგმავს 2008 წლის საზაფხულო სამუშაო/სამოგზაურო პროგრამაში მონაწილების მიღებას, გთხოვთ დაუკავშირდეთ საელჩოს ელ. ფოსტის საშუალებით შემდეგ მისამართზე: tbilisivisa@state.gov.  
.
განაცხადის შეტანის პროცედურები

საზაფხულო სამუშაო/სამოგზაურო პროგრამაში მონაწილეობისთვის ყველა მსურველმა უნდა მისდიოს სავიზო განაცხადის შეტანის სტანდარტულ პროცედურას. ვიზის ყველა მსურველმა უნდა შეავსოს სავიზო ანკეტები DS-156, DS-157 და DS-158 ინგლისურ ენაზე და ასევე დანიშნოს სავიზო გასაუბრების დღე. არასაიმიგრაციო ვიზის მისაღებად განაცხადის შეტანის პროცედურების თაობაზე ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://georgia.usembassy.gov/visasappl.html
საზაფხულო სამუშაო/სამოგზაურო პროგრამის მონაწილეებს მოეთხოვებათ შემდეგი საბუთების წარდგენა:
• თავფურცელი, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: სრული სახელი/გვარი, დაბადების თარიღი, სასწავლებლის დასახელება და მისამართი, სწავლის კურსი, საზაფხულო სამუშაო/სამოგზაურო პროგრამაში მონაწილე სტუდენტების საერთო რაოდენობა.
• განაცხადის შეტანის საფასურის (რომელიც უნდა გადაიხადოთ საელჩოს სალაროში) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი
• ინდივიდუალური სავიზო განაცხადი, რომელიც უნდა წარმოადგინოს თითოეულმა სტუდენტმა. ქვემოთ მოყვანილია წარსადგენი საბუთების ჩამონათვალი:
ო სავიზო განაცხადის ფორმა DS-156 (ერთი ასლი), რომელსაც თან უნდა დაერთოს ვიზის განმცხადებლის თეთრ ფონზე გადაღებული ფერადი ფოტო, ფორმა DS-157 და DS-158. ადგილობრივი დამსაქმებლის ბეჭდის დასმა სავალდებულოა თითოეულ DS-156 ანკეტაზე. აღნიშნული საბუთები უნდა შეივსოს ინგლისურ ენაზე.

  • DS-2010 ფორმის ორიგინალი და ერთი ასლი
  • სტუდენტის სერთიფიკატი
  • სტუდენტის ჩათვლის წიგნაკი
  • სტუდენტობის დამადასტურებელი მოწმობა
  • ცნობა სამუშაო ადგილიდან
  • ცნობები მშობლების სამუშაო ადგილებიდან
  • ინფორმაცია მშობლების ფინანსური მდგომარების შესახებ
  • მოქმედი პასპორტი
  • SEVIS-ის გადახდის ქვითარი

გასაუბრებები
ვიზის ყოველი განმცხადებელი ვალდებულია პირადად გამოცხადდეს სავიზო გასაუბრებაზე.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საკონსულო განყოფილებაში სასტიკად იკრძალება შემდეგი საგნების შემოტანა: მობილური ტელეფონები, ელექტრონული მოწყობილობები, სანთებელები და ა.შ. სასურველია აღნიშნული სახის ნივთები საელჩოში გამოცხადებისას საერთოდ არ იქონიოთ თან.

საქართველოში უკან დაბრუნების მაჩვენებლის აღრიცხვა

2008 წლის საზაფხულო სამუშაო და სამოგზაურო პროგრამაში მონაწილეებს მოეთხოვებათ პროგრამის დასრულების შემდგომ საქართველოში დაბრუნება 2008 წლის 1 ოქტომბრამდე. ჩვენ გადავამოწმებთ საზაფხულო სამუშაო და სამოგზაურო პროგრამაში ყველა მონაწილის უკან დაბრუნების მონაცემებს.
შეკითხვები
შეკითხვებით გთხოვთ მოგვმართოთ ელექტრონულ ფოსტის შემდეგ მისამართზე: tbilisivisa@state.gov.


ზემოთ ^

— საელჩოს ძირითადი —

— Other Information —
Embassy of the United States