მრავალი სხვა ქვეყნის მოქალაქეების მსგავსად საქართველოს მოქალაქეებს აშშ-ში გასამგზავრებლად ესაჭიროებათ ვიზა.
არასაიმიგრაციო ვიზები განკუთვნილია აშშ-ს ფარგლებს გარეთ მუდმივი მაცხოვრებლებისთვის, რომელთაც სურთ აშშ-ში დროებით გამგზავრება ტურისტული, სამკურნალო, საქმიანი, დროებითი სამუშაოს, ან სასწავლო მიზნით.
აშშ-ს კანონმდებლობის მიხედვით არასაიმიგრაციო ვიზის ყველა მსურველმა უნდა დაასაბუთოს, რომ არ აპირებს აშშ-ში იმიგრაციას. აშშ-ს საელჩოებში და საკონსულო განყოფილებებში საკონსულო ოფიცრები თითოეული საქმის განხილვის შედეგად იღებენ გადაწყვეტილებას აკმაყოფილებს თუ არა ვიზის მსურველი ვიზის მისაღებ მოთხოვნებს.
ცალკეული საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე, ერთი და იმავე ვიზის კატეგორიაზე განაცხადის შემოტანისას ვიზის მსურველებს განსხვავებულ კითხვებზე უწევთ პასუხის გაცემა. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თბილისში მოქმედ აშშ-ს საკონსულოში საბუთების წარდგენა არა არის სავალდებულო, არასაიმიგარციო სავიზო საქმეთა უმრავლეს შემთხვევებში (დამხმარე საბუთების წარდგენა მოეთხოვებათ სტუდენტებს, გაცვლითი პროგრამის მონაწილეებს და სამკურნალოდ წამსვლელებს). აქედან გამომდინარე, საკონსულოს ოფიცერი როგორც წესი არ გადახედავს ხოლმე საბუთებს. საკონსულოს ოფიცერმა შესაძლებელია დამატებითი ინფორმაციის, ან საბუთების წარდგენა მოითხოვოს ცალკეული ვიზის მსურველის მდგომარეობის შეფასებიდან გამომდინარე. ჩვენს ვებ-გვერდზე მოცემულია საჭირო ინფორმაცია არასაიმიგრაციო ვიზის კატეგორიების და სავიზო განაცხადის შეტანის წესების თაობაზე.
საიმიგრაციო ვიზის მიღების უფლება აქვთ განსაზღვრული კატეგორიის პირებს. გარკვეული კატეგორიის ვიზის მსურველებს შეუძლიათ თვითონ შეიტანონ განაცხადი ვიზაზე, ხოლო ყველა დანარჩენზე ვრცელდება წესი, რომლის მიხედვითაც ვიზის მსურველის სახელზე განაცხადის შეტანა უნდა მოხდეს ამ უკანასკნელის ნათესავის, ან პოტენციური დამსაქმებლის მიერ. ვიზის კატეგორიების და სავიზო განაცხადის შეტანის წესების თაობაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ესტუმროთ ჩვენს ვებ-გვერდს.
არასაიმიგრაციო ვიზები (დროებითი ვიზები - ტურისტული, საქმიანი, სტუდენტური და ა.შ.)
საიმიგრაციო ვიზები (მუდმივი ვიზები აშშ-ში ცხოვრების მიზნით)
საკონსულო განყოფილების საკონტაქტო ინფორმაცია:
მისამართი: ჯორჯ ბალანჩინის ქუჩა #11, თბილისი 0131, საქართველო
ტელეფონი: (995-32) 27-70-00
ელექტრონული ფოსტის მისამართი:consulate-tbilisi@state.gov
საკონსულო განყოფილების საზოგადოების მომსახურებისთვის განკუთვნილი საათებია:
ტელეფონით ცნობების მიღება:
ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 14:00 საათიდან 17:00 საათამდე
აშშ-ს მოქალაქეთა მომსახურება:
ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 14:00 საათიდან 17:00 საათამდე
საკონსულო განყოფილების განმარტება სავიზო განაცხადის შემომტანთა მომსახურების შესახებ
|