Embassy Seal US Department of State
Embassy of the United States | Georgia flag graphic
Search  
საკონსულო განყოფილება
აშშ არასაიმიგრაციო ვიზები
ვიზის კატეგორიები
განაცხადის შეტანის წესები
სტუდენტური ვიზა
საზაფხულო სამუშაო/ სამოგზაურო პროგრამა
სამუშაო ვიზა
მეზღვაურის ვიზა
ვიზა სამკურნალოდ წამსვლელებისთვის
საგანგებო სამსახურეობრივი შემთხვევები
ვიზის გაცემაზე უარის თქმა
კითხვა-პასუხი
საიმიგრაციო ვიზები
განაცხადის შეტანის პროცედურა

სამედიცინო დაწესებულებათა ჩამონათვალი

ვიზები ოჯახის უშუალო წევრებისათვის

საქმრო/საცოლის ვიზა

მწვანე ბარათის საიმიგრაციო ვიზის გათამაშების პროგრამა

სიღარიბის ზღვარს ზემოთ მინიმალური შემოსავალი

ხშირად დასმული შეკითხვები

K-1 საქმრო/საცოლის ვიზა (E) ვიზა


ზოგადი პროცედურები K-1 ვიზის მისაღებად:
1.         აშშ-ს საიმიგრაციო კანონმდებლობის შესაბამისად უცხოელი საქმრო/საცოლისთვის შეტანილი I-129 ფორმა დამტკიცებულ უნდა იქნას აშშ-ს მოქალაქეობის და იმიგრაციის მომსახურეობის ბიუროს (BCIS) ერთ-ერთი ოფისის მიერ. პეტიცია შეტანილი უნდა იქნას ბიუროს რეგიონალურ ოფისში პეტიციის შემომტანის ადგილობრივი საცხოვრებლის მიხედვით.
•           I-129F პეტიცია არ შეიძლება შეტანილი და დამტკიცებული იქნას საზღვარგარეთის მოქალაქეობისა და იმიგრაციის მომსახურეობის ბიუროს წარმომადგენლობის ან აშშ-ს საელჩოების და საკონსულოების მიერ.
•           I-129F პეტიციის შემტანი აუცილებელია იყოს აშშ-ს მოქალაქე.
•           პეტიციის შევსების და საბუთების შეგროვების შესახებ ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ მოქალაქეობის და იმიგრაციის მომსახურეობის ბიუროს ვებ-საიტს: www.immigration.gov. ფორმა I-129F შეგიძლიათ მოიპოვოთ მოქალაქეობის და იმიგრაციის მომსახურების ბიუროს (BCIS)  რეგიონალურ სერვის ცენტრში ან პეტიციონერის საცხოვრებლის ახლომდებარე ოფისში აშშ-ში.
2.         დამტკიცებული პეტიცია გადაგზავნილი იქნება შესაბამის აშშ-ს საელჩოში და პეტიციონერი მიიღებს შეტყობინებას პეტიციის დამტკიცების შესახებ.
3.         საელჩოში გასაუბრების დანიშვნის შემდეგ ვიზის მსურველს გაეგზავნება მოსაწვევი და ინსტრუქცია ელექტრონული ფოსტის მეშვეობით (ელექტრონული ფოსტის არქონის შემთხვევაში წერილის მიღება ვიზის მსურველ აზერბაიჯანის მოქალაქეს შეეძლება ბაქოში მოქმედ აშშ-ს საკონსულოში. საქართველოს მოქალაქე ვიზის მსურველმა მოსაწვევის მისაღებად უნდა მიმართოს ჩვენს საკონსულო განყოფილებას).
4.         გასაუბრების დღეს ვიზის დამტკიცების შემთხვევაში ვიზის გაცემა მოხდება მომდევნო სამუშაო დღეს. გაითვალისწინეთ, რომ აშშ-ს მოქალაქე თავისი საქმროს/საცოლის გასაუბრებაზე არ დაიშვება.
5.         საქმის ხელახალი განხილვა (221-g დროებითი უარი).
ვიზის განაცხადზე უარი 221-g ნიშნავს, რომ განმცხადებელს მოთხოვეს დამატებითი საბუთების წარდგენა, რომლის შეგროვებისთანავე მას შეუძლია მიმართოს საკონსულო განყოფილებას გასაუბრების დანიშვნის გარეშე ყოველ სამშაბათს დილის 8:30-დან 10:30-მდე.

K-2 ვიზები უცხოელი საქმრო/საცოლის შვილებისთვის:
ყველა K-1 უცხოელის ბავშვის მონაცემები (21 წელზე ქვევით და დაუქორწინებელი) დართული უნდა იყოს უცხოელი საქმრო/საცოლის I-129F პეტიციაში. ბავშვები უნდა დაესწრონ სავიზო გასაუბრებას. K-1 ვიზის მიმღების შვილს შეუძლია განაცხადი შეიტანოს მას შემდეგაც, რაც მშობელი დაქორწინდება ამერიკელ მოქალაქეზე და მიიღებს მუდმივი მაცხოვრებლის სტატუსს აშშ-ში.

ზემოთ ^


— საელჩოს ძირითადი —
Embassy of the United States