|
ჩვენი საკონსულო განყოფილება უფლებამოსილი აღარ არის მიიღოს I-130 პეტიციები იმ შეზღუდული შემთხევების გარდა, როდესაც პეტიციის შემოტანა ხდება საქართველოს კანონიერი მაცხოვრებლის სტატუსის მქონე აშშ-ს მოქალაქის მიერ, რომელიც საქართველოში სულ მცირე 6 თვის მანძილზე ცხოვრობს. სხვა ყველა შემთხვევაში უცხოელი მეუღლის, გერების და მშობლების სახელზე საიმიგრაციო ვიზებისთვის პეტიციის შეტანა ხდება აშშ-ს მოქალაქეობისა და იმიგრაციის ბიუროს (BCIS) მომსახურების ცენტრებში აშშ-ში. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ესტუმროთ შემდეგ ვებ-გვერდს: http://www.dhs.gov
ზოგადი საფეხურები საიმიგრაციო სავიზო განაცხადის დასამუშავებლად:
1. პეტიციის შეტანა ხდება აშშ-ს მოქალაქის მიერ აშშ-ს შინაუსაფრთხოების სამსახურში (DHS), აშშ-ს მოქალაქეობის და იმიგრაციის მომსახურეობის ბიუროში (USCIS).
2. პეტიციის დამტკიცების შემდეგ საიმიგრაციო საქმე იგზავნება ნაციონალურ ვიზა ცენტრში (NVC) გასაუბრების თარიღის დანიშვნის და პეტიციონერისგან დამხმარე საბუთების შეგროვების მიზნით.
3. სავიზო გასაუბრების დანიშვნის და საბუთების დამუშავების შემდეგ ხდება ნაციონალურ ვიზა ცენტრის (NVC) მიერ საიმიგრაციო სავიზო საქმის გადმოგზავნა ჩვენ განყოფილებაში საიმიგრაციო სავიზო გასაუბრების ჩატარების მიზნით.
4. ვიზის მსურველი უნდა დაესწროს სავიზო გასაუბრებას მისთვის დანიშნულ დღესა და დროს. ვიზის გაცემის დადასტურების შემთხვევაში ვიზის მსურველს ვიზა გადაეცემა DHL-ის საფოსტო მომსახურების საშუალებით. აზერბაიჯანის მოქალაქე ვიზის მიმღები პირი გასაუბრების მომდევნო სამუშაო დღეს უნდა გამოცხადდეს საკონსულოში ვიზის მისაღებად. ვიზების გაცემა არასდროს არ ხდება გასაუბრების დღესვე.
5. ხელახალი განხილვა (221(g) დროებითი უარი).
221(g) დროებითი უარის მიღების შემთხვევაში ვიზის მსურველს დამატებითი ინფორმაციის წარდგენა მოეთხოვება. მოთხოვნილი ინფორმაციის/საბუთების შეგროვებისთანავე ვიზის მსურველს შეუძლია ხელახლა გამოცხადდეს საკონსულო განყოფილებაში ნებისმიერ სამშაბათს დილის 8:30 თავდაპირველი სავიზო გასაუბრების დროს საკონსულო ოფიცრის მიერ გადაცემული წერილით.
საიმიგრაციო ვიზის მისაღებად საჭირო პრეცედურის მიხედვით აუცილებელია შესაბამისი საიმიგრაციო განაცხადის ფორმების შევსება და სამედიცინო შემოწმების გავლა. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ვიზის მიღების მსურველს მოეთხოვება ნასამართლეობის თაობაზე ცნობის წარდგენა (თარგმნილი ინგლისურ ენაზე) ყველა იმ ქვეყნიდან (აშშ-ს გარდა), სადაც განმცხადებელს უცხოვრია ექვს თვეზე მეტ ხანს დაწყებული 16 წლის ასაკიდან. ცნობა გაცემული უნდა იყოს იმ გვარსა და სახელზე, რომელიც ამ პიროვნებას ოდესმე ჰქონია. საქართველოში ნასამართლეობის თაობაზე ცნობების გაცემა წარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში შემდეგ მისამართზე: შსს-ს მომსახურეობის სააგენტო, წითელი ხიდის გზატკეცილი, 21-ე კმ. ტელ: 41-90-25.
|